არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

PRIVACY

ინსტალაცია

თეზი გაბუნია

2021
4710

მიმდინარე სიტუაცია უცნაური და უხილავი პროცესების წინაშე გვაყენებს. მოვლენები დრამატულ ფორმას იღებენ. ამ ცვლილებაში, არტისტის როლი კრიტიკული ხდება. პირველ რიგში, ეს როლი საგნების არსებული წესრიგის გადაფასებას ეხება. ხელოვნებას უძველესი დროიდან შეეძლო საგნებისთვის კონტრასტული მნიშვნელობის მინიჭება. მაგალითად, ტრაგედიის ქცევა სილამაზედ, ან - პირიქით. შექმნილ ვითარებაში, საგნებთან ყოველდღიური, პრაქტიკული შეხება გაიზარდა. შედეგად, მათი ესთეტიკური ღირებულება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ნამუშევრებში, თეზი გაბუნია, ყურადღებას ყოველდღიურ სამომხმარებლო ნივთებზე ამახვილებს. ისინი, სამუზეუმო ექსპონატებს ემსგავსებიან. ამით ხაზი ორ გარემოებას ესმება: ერთი, რომ ისინი ხელოვნების ნიმუშის თვისებებს იძენენ და მეორე, საგნები ფუნქციის რეპრეზენტაციით საკუთარ იდენტობას ავლენენ. ამ პროცესს წინ უძღვის საგნის და ფუნქციის განცალკევება, როგორც შეუძლებელი მოქმედების, მოხმარების და გამოყენების აქტი. უნდა მივიღოთ თუ არა საგნების ეს წესრიგი? თუ, უნდა შევეწინააღმდეგოთ მათ იდენტობას? ორივე შემთხვევაში, კრიტიკული დაძაბულობა იქმნება, რომელიც თავად არის არსებული ცვლილებების შედეგი.

ტექსტი: დათო კოროშინაძე
ფოტო: გიორგი ნაკაშიძე
გალერეა: 4710