არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მოხელე (პერფორმანსების სერია)

პერფორმანსი

ანდრო დადიანი

2020
ფოტო: ირაკლი ცინცაძე

კუნსტჰალე თბილისის მიერ განხორციელებული ანდრო დადიანის პერფორმანსების სერია “მოხელე” ჩვენს კულტურაში ხელოვნების პოლიტიკის გადააზრების მცდელობაა. მასკულტურა მის ოპოზიციასთან ერთად ცდილობს, ხელოვნება ამაღლებულით კოდირებულად გამოაცხადოს, შემდეგ კი ხელოვნება და ხელოვანი საკუთარი იდეოლოგიური ძალაუფლების განმტკიცებისთვის გამოიყენოს. პერორმანსი ცდილობს სამზერი კუთხის შემოატრიალებას, სადაც ხელოვნების აქტი არც დიდებულია, არც ტკბობაა და რაც მდიდრების ტკბობის საგანი. პერფორმერი საკუთარ სამუშაოს რიგით ხელობად აცხადებს, საკუთარ თავს კი მოხელედ, ის ცდილობს პერფორმანსით საზღვარი გააქროს ფორმასა და ფუნქციას შორის; რეალობის დაფიქსირებით შექმნას სოციალური პორტრეტები და საკუთარი რუტინული საქმიანობით, გეოგრაფიულად, სოციალურად, ეკონომიკურად დაშორებულ სევრცეებს შორის კულტურული კრიზისით ნაკარნახევი ახალი სამეტყველო ენა გამოძებნოს და გააჩინოს სადისკუსიო სივრცე.

კურატორები: ირინა პოპიაშვილი, ანასტასია ახვლედიანი
კოსტუმი: ტატო გელიაშვილი