H –
ანდრო დადიანი
2021
Oxygen, თანამედროვე ხელოვნების ბიენალე 2021
“რომ დრო ასუსტებს მისგან ნაკვესს ცეცხლს და ნაპერწკალს.”
უ. შექსპირი
დროის ბუნებაა უკვალოდ იდინოს და ასე გამოთქვას თავისი თავი, ის არც სუბიექტია და არც ობიექტი. ამ მოცემულობას თუკი ცხოვრების მუდმივად მივიღებ და მასში ჩემგან გამოგონილ პუნქტუმებს დავსვამ, მატერიალური სამყაროს ჩემეულ წარმოდგენას შევუერთდები და გავემიჯნები ცხოვრების კატალოგის ბიოლოგიით შევსებას. ეს ნამუშევარი წამების ეროსით ანთებული ავტორი კი არა, შეჩერებული, შედედებული და მოჩარჩოებული დროის გამოხატვის მცდელობაა, გაქცევა ფორმულიდან სადაც, დროს + დრო = დროს.
სანდრო ქერაულის ვიდეო