კავშირი
ნათია ბენაშვილი
ტილო, შერეული ტექნიკა
2021
100x100 სმ.
გამოფენა „სხვა მხარეს“ ზღვრების გადალახვაზე და ამ შინაარსის ფართო გაგებით, მის სხვდასხვა კონტექსტზე ფოკუსირდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ხშირად ვაწყდებით ბარიერებს და შეზღუდვებს, იქნება ეს საერთაშორისო საზღვრები თუ ლიმიტირებული სააზროვნო სივრცე. ამ ფენომენმა უფრო მკვეთრად იჩინა თავი პანდემიის დროს. სხვადასხვა შეზღუდვები თავს იჩენს ორ პორალურ მხარეს: შიგნით ან გარეთ, აქ ან მიღმა.
ნათია ბენაშვილის ნამუშევრები შთაგონებულია ალქიმიური ტრანფორმაციის ეტაპებით, სადაც კუბოიდური ფორმები განმეორებადი ელემენტია. ეს განასახიერებს შინაგან ტრანფორმირებად მე-ს და მის სხვადასხვა ეტაპებს. თვითგანსაზღვრებები ზეგავლენას ახდენს ფსიქიკაზე, მათთან დაპირისპირება, იქნება ეს ფიზიკური თუ გონებრივი, იწვევს შინაგან პროცესს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ჩვენს შინაგან თუ გარეგან ურთიერთქმედებაზე. აბსტრაქტული ჰუმანოიდი არსებები შინაგანი განვითარების მომენტში, გვევლინებიან, კონცენტრირებული, ინტროვერტული და მთლიანად საკუთარ თავში არსებულნი.