არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მშენებლობისადმი ერთგულება ყალიბდება შენობებში

ინსტალაცია

ნიკა ქუთათელაძე

2017

სოციალურ-კულტურული და პოლიტიკური ცვალებადობის კლიმატში მყოფი არსებობის ფენომენს წარმოაჩენს ნიკა ქუთათელიძის ნამუშევარი „მშენებლობისადმი ერთგულება შენობებში ყალიბდება“ მისი „ბრუტალური არქივის“ სერიიდან. მხატვარი არსებული სამშენებლო და საჯარო სივრცის არქიტექტურისგან ახალ სივრცესა და კონტექსტს ქმნის; საჯარო სივრცის ამჟამინდელ სიმბოლოებს: ყვითელი მიკროავტობუსსა და სპორტულ სტადიონს ნაწილებად შლის; ცვალებადობის სიმბოლოებად დამკვიდრებულ ფორმებს სისტემური, სტრუქტურული, ფუნქციონალური დატვირთვისაგან ათავისუფლებს და თითოეულ ნაწილს დამოუკიდებელ ცხოვრებისუნარიან ელემენტად და საარქივო მასალად აქცევს, რომელთაც გააჩნიათ იგივე ან სხვა შინაარსად და ფორმად გაერთიანების და აღდგენის პოტენციალი.

ამ შემთხვევაში, მხატვარი სპორტული სტადიონიდან და მანქანიდან საბჭოთა ბინის რეკონსტრუქციას აკეთებს, განათავსებს რა დაშლილ ნაწილებს ბინის ზუსტის გეგმის მიხედვით იმავე ბინაში. ხოლო დაშლილი მანქანისა და სტადიონის დეტალებით გაჭედილ „ევრორემონტიან“ „ბროლისჭაღებიან“ ბინაში მისულ მაყურებელს შეზღუდული გადაადგილების, მაგრამ თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას თავაზობს.

ლალი პერტენავა