ეტიუდი ბეკონის ველასკესის, პაპი ინოკენტი X-ს პორტრეტის ეტიუდზე
გიორგი მაღრაძე
სკამი, ნეონის განათება
2017
110x50x50 სმ.
ფოტო: ფოტო: სანდრო ბიბლიოთეკარი
არტისტერიუმი (გამოშვება: 10), თბილისის ისტორიის მუზეუმი, თბილისი, საქართველო
ობიექტი ჩემი გამოხმაურებაა სხვადასხვა ეპოქის ორ ნამუშევარზე. ესენია ველასკესის „პაპი ინოკენტი X-ს პორტრეტი“ და ფრენსის ბეკონის „ველასკესის პაპი ინოკენტი X-ს პორტრეტის ეტიუდი“. ეს ორი ნამუშევარი, ჩემთვის, ყოველთვის გამოირჩეოდა დაძაბული, დრამატული და აპოკალიფსური განწყობით და ამ განწყობის ერთ ერთი ყველაზე ოსტატური გადმოცემით. ჩემი ეტიუდი ველასკესზე, ბეკონის ეტიუდის გავლით, სამგანზომილებიანი და სკულპტურულია. ბეკონის ეტიუდში პერსონაჟის სახე ნელა ნელა ქრება, ჩემს ეტიუდში ის საერთოდ აღარ არის, მაგრამ რჩება სკამი, როგორც ძალაუფლების და ლეგიტიმურობის სიმბოლო. მიუხედავდ იმისა, რომ ახალ ეპოქებს სიახლეები მოაქვთ, მართვის სიმბოლოები, მიუხედავად სახეების ცვლილების ან სულაც გაქრობისა, მუდმივი რჩება.
მეორე ფოტო: სანდრო ლოსაბერიძე