არტისტერიუმი #5
პროტესტი, რომელიც არასდროს მთავრდება - საერთაშორისო ყოველწლიური გამოფენის - არტისტერიუმის მეხუთე გამოშვება, 2012
არტისტერიუმი ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალია. ფესტივალის ფარგლებში გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებს ახორციელებს არასამთავრობო დამოუკიდებელი ორგანიზაცია Artisterium Association. არტისტერიუმის ფარგლებში ტარდება საერთაშორისო გამოფენები, ინდივიდუალური სახელოვნებო პროექტები, საგანმანათლებლო, კულტურული პროგრამები, მოწვეული არიან ხელოვანები, ხელოვანთა ჯგუფები, კურატორები, რკიტიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ფესტივალს დაარსების დღიდან, 2008 წლიდან, მხარს უჭერს საქართველოს კულტურის სამინისტრო და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები როგორიც არის ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი. ასევე სხვადასხვა საელჩოები და კერძო ინსტიტუციები.
მეტი ინფორმაცია ფესტივალის მეხუთე გამოშვების შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე: artisterium.org