არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მაკა ბატიაშვილის პერსონალური გამოფენა

2017

Project ArtBeat წარმოგიდგენთ მაკა ბატიაშვილის პერსონალურ გამოფენას, რომელზეც 2015-17წ. სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების დათვალიერება იქნება შესაძლებელი. გრაფიკა და ორ ფერში შესრულებული ფერწერული ტილოები Project ArtBeat–ის ახალ სივრცეში 24 ნოემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.

,,ფერწერა, რომელშიც მხოლოდ შავი და თეთრი ფიგურირებს, დაკავშირებულია დროის წარმავლობასთან. ძველი კადრები, რომლებიც დაარქივა გონებამ, დროის დისტანციამ უფრო მისტიური და იდუმალი გახადა. დაუბრუნებლობის განცდამ იმ მომენტის, რომელიც ჩვენ აღარ გვეკუთვნის, მახსოვრობიდან რამდენიმე კადრი გამოკვეთა და შავ–თეთრ გამოსახულებაში გააშეშა.

გრაფიკული ნამუშევრები შესრულებულია სხვადასხვა ფაქტურის ქაღალდებზე, ერთი, რამდენიმეწამიანი მოძრაობით და საკუთარი მომენტალური განწყობით. წინასწარ დაუგეგმავი მოძრაობისგან შემდგარი ხაზები მიდის ქაღალდის სიღრმეში და იხლართება ფიგურები, რომლებიც ზედაპირზე ქორეოგრაფიული მონასმების შედეგია“. – მაკა ბატიაშვილი, 2017.