არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

არჩევანი, არადანი

2018

Project ArtBeat წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას

‘არჩევანი, არადანი’

‘იგივენაირი მაგრამ არა თანასწორი’ - რირკრიტ ტირავანია

კურატორი ნათია ბუკია

‘არჩევანი, არადანი’ 14 თანამედროვე ქართველი მხატვრის გამოფენაა, რომლებიც განგებ ორ გუნდად არიან დაყოფილნი. გამოფენა გამიზნულად არის მიმსგავსებული ბავშვთა გასართობი ცენტრების შეჯიბრს, სადაც გუნდებად დაყოფის დროს მონაწილეთა ასაკი, რაოდენობა და შესაძლებლობები გათვალისწინებული არ არის. თუმცა ეს ხდება სრულიად საპირისპირო მიზნით. იმისთვის, რომ ხაზი გაესვას მთავარ შეცდომას, რის გამოც აღნიშნული პრობლემა დღემდე რჩება პრობლემად. გამოფენაში ‘არჩევანი, არადანი’ ყველას თანაბარი შესაძლებლობა და თავისუფლება მიეცა და აქ ‘გუნდების’ განსხვავებულობების ჩვენებასთან ერთად, მათი მსგავსებების ჩვენებაა მნიშვნელოვანი. ნამუშევრების არჩევის დროს მთავარი ყურადღება მხატვრების ინდივიდუალიზმის და თანამედროვე ქართული ხელოვნების მრავალფეროვნების წარმოჩენას მიექცა, თუმცა გამოფენის თემიდან გამომდინარე საინტერესო გახდა ისეთი ნამუშევრების ჩვენებაც, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს ან ძალიან ხაზს უსვამს ან და პირიქით, - ანგრევს. ეს გამოფენა არ არის ღრმა ანალიზი იმ პრობლემისა, რასაც ქალის და კაცის უთანასწორობა ჰქვია. ეს გამოფენა ხაზს უსვამს იმას, რომ არსებული შეჯიბრი უბრალოდ აბსურდულია რადგან, როგორც ნამდვილ ცხოვრებაში, არც აქ მოგებული ჯილდოს არ იღებს’ - ნათია ბუკია.

მონაწილეობენ: თეა გვეტაძე, ქეთი კაპანაძე, Tamara K.E., ლადო ლომიტაშვილი, ავთო მესხი, ემა ლალაევა - ედიბერიძე, მაია ნავერიანი, გიო სუმბაძე, ბესო უზნაძე, ნიკა ქუთათელაძე, მამუკა ჯაფარიძე, გვანცა ჯიშკარიანი, ანა ჩადუნელი, თამარ ჩადუნელი.

ასევე მონაწილეობენ მაქსიმე ორთოიძე და ნინა ორთოიძე.