არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ქეთი კაპანაძე - დროშები ჩქარა!

2018

Project ArtBeat წარმოგიდგენთ ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენას - დროშები ჩქარა!

რა არის სიყვარული (ფრაგმენტი)

„შესაძლოა ზოგიერთ ხელოვანს ვუწოდოთ „დაუღალავი სული“, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სული ამოძრავებს სხეულს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ის მუდმივად აქტიურია ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, იმისდა მიუხედავად, თუ ეს მისი დაუღალავობის აუცილებელი ნაწილიცაა. ამ შემოქმედთა დაუღალავობა გამოიხატება იმაში, რომ ისინი არასდროს წყვეტენ კითხვების დასმას, კითხვების, რომლებიც ეხება იმას, თუ სად წაგვიყვანს ცხოვრების გზა (ჩვენდა დაუკითხავად!) და რას უნდა ველოდოთ მომავალში. ეს არტისტები სვამენ კითხვებს ცხოვრების მომავალსა და მის უხილავ ინკარნაციაზე, მაგრამ, ამასთან ერთად, ისინი რეალურ სამყაროსაც ეხებიან. ამ მენტალური ქმედების გამტარუნარიანობა და ინტენსიურობა არის დაფუძნებული კონკრეტულ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, რომელიც შეიძლება აღვწეროთ სიტყვებით: ,,გულწრფელი“ და ,,სრულფასოვანი“. ეს გვთავაზობს ცხოვრებას, ფართოდ გახელილი თვალებით, რაც გულისხმობს პოპულარული კულტურული ფენომენის უგულვებელყოფას, კომფორტულ ცხოვრებასა ან ანგარებიანი პროფესიული თანამდებობის შექმნაზე უარის თქმას და ამის სანაცვლოდ აქტიურ ცხოვრებასა და მნიშვნელოვან კითხვებზე ყურადღების გამახვილებას. სწორედ ეს კითხვები ბადებენ წმინდა ხელოვნებას თავისი ნამდვილი, ღრმა ფესვებით, ხელოვნებას, რომელმაც არ იცის კომპრომისი.

ფუნდამენტალური კითხვების დასმა საბჭოთა კავშირის დროს, სადაც ყველაფერი განსაზღვრული იყო, მარტივი არ იყო. მარქსიზმმა უკვე ყველაფერი იცოდა მსოფლიოზე... და ისიც, რაც მარქსიზმმა არ იცოდა ჩამოყალიბებული იყო. ასე რომ, ხალხმა იცოდა ყველაფერი: ვინ იყვნენ, საიდან მოდიოდნენ, საით მიდიოდნენ. ძნელი გახდა კითხვების დასმა ასეთ გარემოებაში, მაგრამ თუ ვინმე მოახერხებდა ამის გაკეთებას - თავისი ნიჭის მეშვეობით - მაშინ ის პირისპირ დგებოდა ყველა კითხვის წინაშე. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ საბჭოთა კავშირში „გმირული საბჭოური ყოფის“ ყველა თვისება ღრმა ინტელექტუალურ მოდელს მიეკუთვნებოდა.” - გია ეძგვერაძე.

კაპანაძე საბჭოთა პერიოდის თბილისში დაიბადა და გერმანიაში საცხოვრებლად 2000 წელს გადავიდა. მას შემდეგ, მონაწილეობს ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებში, როგორც საჯარო, ასევე, კომერციულ სივრცეებში. ხელოვანი ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ბონში, გერმანია.