დავით მესხი - გააგრძელე ვარდნა; ნატა სოფრომაძე - სიკვდილის მაღაზია
გალერეა Project ArtBeat და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ორი გამოჩენილი ქართველი ფოტოგრაფის პერსონალურ გამოფენებს.
დავით მესხი - გააგრძელე ვარდნა
‘რთულია სიტყვებით გადმოსცე ის მომნუსხველი მომენტი, რომელიც ნახტომსა და ვარდნას შორის ვითარდება. ის ხანმოკლე განცდა სიმსუბუქისა, როდესაც სხეული აღწევს უმაღლეს წერტილს, მიმართულების შეცვლის წინ წამიერი გაჩერება და მიზიდულობის ძალა აბრუნებს მას უკან მიწაზე, ეს უკანასკნელი ნაბიჯი არასდროს ხვდება ჩემს ფოტოგრაფიაში... მტვრიანი კოსმოსი ტანვარჯიშის ხალიჩაზე, მაგნიუმის ფხვნილი აბუნდოვნებს ყველაფერს.
მესხის ნამუშევრებში მჟღავნდება აბსტრაგირების მზარდი ხარისხი, რაც წარმოქმნის გარკვეულ სირთულეს - მნახველისთვის მიაკუთვნოს ფოტოგრაფიული მოტივები კონკრეტულ სივრცეს. ის ართმევს ფოტოგრაფიულ გამოსახულებას დოკუმენტალურ ხასიათს. ხელოვნური ლინზების გამოყენებით კი მესხის გამოსახულებები მისტიკური და არამატერიალური ბუნებისაა, როგორც ქმნილებები სხვა სამყაროდან. ნახევრად შიშველი, კარგად გაწვრთნილი სხეულები როგორც ჩანს ციდან ჩამოვარდნილები არიან.’
მესხის გამოფენაზე დაწყვილებულია არა ფოტო ნამუშევრები, რომლებიც ასახავენ მის მცირე დროით სამხედრო სწავლების პროგრამას დაწყვილებულია შორი და ახლო ხედიდან გადაღებულ მზესა და მთვარის ფოტოებთან, რომელთა თვისებები იპყრობს არტისტს, ისეთივე ხარისხით, როგორც ადამიანის სხეულის მოძრაობა. ისინი ძირითადად ავრცობენ სხეულის თემატიკას და ადამიანს ანიჭებენ ციური სხეულის სხვადასხვა მნიშვნელობებსა და თვისებებს.
ნატა სოფრომაძე - სიკვდილის მაღაზია
სიკვდილი
ფოტოგრაფიულ გამოსახულებებში, რომლებსაც წლების განმავლობაში ვიღებდი, აღმოვაჩინე, რომ იდენტური იმიჯების გამოვლინებას ჰქონდა ადგილი: ყვავილები საფლავებზე, ფერფლისფერი თმა, სისხლის ტბები მთათა ზეიმის ჟამს, დამჭკნარი მცენარეები, სასაფლაოები, გზის პირას დარჩენილი უსიცოცხლო ცხოველები… მე დავინახე მათ შორის კავშირი. თითოეული ვიზუალური გამოსახულება საუბრობს სიკვდილზე, ადამიანის გარეშე.
ასე დავიწყე სიკვდილის კვლევა ფოტოგრაფიის დახმარებით.
მიუხედავად იმისა, რომ ფოტო ობიექტივში აღბეჭდილი რეალობა ტრაგიკული ხასიათისაა, ის ჩემთვის მშვენიერია და სწორედ ეს განუსაზღვრელი მისტიციზმი მიზიდავს ამ უჩვეულო სერიაში.
სიკვდილის შეგროვება და თავმოყრა ხსენებული ფორმით იქცა ერთ დიდ მისტერიად.
უკვდავები
ფოტო სერია ”უკვდავები“ წარმოადგენს ტრადიციული ქართული შავი გრანიტის საფლავის ქვაზე დაბეჭდილ ვიზუალურ გამოსახულებებს. მე გადავუღე სურათები ჩვეულებრივ, რიგით ადამიანებს, რომლებსაც ჩემი არტ პროექტის ფარგლებში მოდელის ფუნქცია მოვარგე და ქართველი დიზაინერების სამოსში გამოვაწყვე. სწორედ, ქართულმა სასაფლაოებმა შთამაგონა გამომეყენებინა ეს ძველი ტრადიცია და საფლავის პორტრეტები გარდამექმნა მოდურ იმიჯებად. საინტერესო იყო როგორ რეაგირებდნენ ადამინები, როდესაც ვთავაზობდი გამხდარიყვნენ საფლავის ქვის მოდელები. ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს. ჩვენ ვქმნიდით გამოსახულებებს უბრალოდ გართობისთვის, სიკვდილთან სათამაშოდ ან შესაძლოა მის დასამარცხებლადაც.