არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ნარცისიზმის მომენტი - მაკა ბატიაშვილი

2019

გალერეა Project ArtBeat წარმოგიდგენთ მაკა ბატიაშვილის პერსონალურ გამოფენას, ნარცისიზმის მომენტი.

„მომენტი, საკუთარ თავზე ფოკუსირების, ილუზიური და წამიერი, რომლის ერთ მხარეს ჩვენ თვითონ წარმოვადგენთ, მეორეს კი ისეთი, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ.

პოზირება და საკუთარი გამოსახულების ფიქსირება ჩვენი

ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილია.

ამ დროს ადამიანი ტკბება თავისი შარმით, კონცენტრირდება შეგრძნებებზე და ვიზუალზე. ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანი თავის შინაგან, არამატერიალურ სამყაროს მაქსიმალურად უახლოვდება ან პირიქით, გაურბის და დროებით ნიღაბს ირგებს.

ეს არის სარკეში ჩახედვისას, ქუჩაში, მაღაზიის ვიტრინაში, საკუთარი ანარეკლის თვალის შევლების დროს და ყველაზე მეტად, ფოტოსთვის პოზირების დროს.

დღეს, როდესაც ჩვენ ციფრულ სამყაროსა და სოციალურ ქსელებს ვფლობთ, გვაქვს გასაოცარი შესაძლებლობა საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან დემონსტრირების. სადაც გამოგონილი და რეალური ერთმანეთში იკვეთება. შემდეგ კი ეს ყველაფერი ინფორმაციული ქაოსის ნაწილი ხდება.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები შესრულებულია ამ განწყობაზე დაკვირვებით და გააზრებით... და ნარცისიზმი, არა როგორც ადამიანის სისუსტე, არამედ როგორც პირადი მდგომარეობის კონტროლისა და იდენტობის ლოგიკური გამოვლინება”. - მაკა ბატიაშვილი