არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ნამუშევრები არქივიდან - მამუკა ჯაფარიძე

2019

გალერეა Project ArtBeat წარმოგიდგენთ მამუკა ჯაფარიძის პერსონალურ გამოფენას, ნამუშევრები არქივიდან.

გამოფენა „ნამუშევრები არქივიდან“ ერთგვარი მცდელობაა აღწეროს მრავალ მედიუმში მომუშავე ქართველი არტისტის, მამუკა ჯაფარიძის შემოქმედების ეტაპები, 1990-იანი წლებიდან მოყოლებელი დღევანდელი დღის ჩათვლით. აქ თითოეული ვიზუალური მასალა, როგორც არტეფაქტი კონვერტირდება საკომუნიკაციო ფორმად და დიალოგის რეჟიმში განავრცობს ურთიერთობას სხვადასხვა ისტორიულ დროსთან და კონტექსტთან.

გამოფენა მხატვრის რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: მითოლოგიურ თემატიკას, ლინგვისტური თამაშის პრინციპზე შექმნილ ნამუშევრებს, კიჩურ ფორმაში თარგმნილ ვიზუალურ გამოსახულებებს, რომლებიც ხელოვნებისადმი მომხმარებლურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, პროფანული პროცესების პოეტურ აქტად ქცევასა და მის ვიზუალურ მანიფესტაციას.

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია მამუკა ჯაფარიძის პირადი არქივი, სადაც თავმოყრილია მხატვრის პირადი ჩანაწერები, 80-90-იანი წლების მოვლენების ამსახველი ვიზუალური და ტექსტუალური დოკუმნატაცია, რაც დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს რეფლექსირება მოახდინოს და გაიაზროს უახლესი ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორია.