YXXY - ალქიმია
Ballon Rouge წარმოგიდგენთ YXXY ნამუშვრების სოლო გამოფენას, ,,ალქიმია'', რომელიც თბილისში, გალერეა ფროჯექთ ართბითში გაიმართება.
YXXY დაფუძნებულია სადღაც ევროპაში. ის ურბანული გარემოსგანაა მოწყვეტილი, დისტანცირდება ხელოვნების სამყაროსგან და კონსუმერიზმისგან. ის არ არის ინტეგრირებული სოციალურ ქსელებში (ინსტაგრამი და ა.შ.).
ეს მისი პირველი გამოფენაა, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მედიუმში, ქმნიდა მუსიკასა და პერფორმანსებს.
თუ ხე წაიქცა ტყეში და გარშემო არავინ არის, გამოიწვევს თუ არა ეს დაცემა ხმაურს
ალქიმია წარმოადგენს უძველეს პრაქტიკასა და ნატურალისტურ ფილოსოფიას. მისი მიზანი იყო ლითონი და ელექსირი სამკურნალო საშუალებად გარდაექმნა, იმის რწმენით, რომ ყოველი განკურნება და სიკეთე დედამიწის რესურსიდან მოდის. ასევე, YXXY არის ალქიმიკოსი, ტრანსფორმაციების მიმართულებით. ის გარდაქმნის არა იმას, რაც ადამინისთვის ძვირფასი და ღირებულია, როგორიცაა ოქრო ან ვერცხლი, არამედ, ის ნაგავს, გაუქმებულ ან მოძველებულ მასალებს გარდაქმნის ერთგვარ სულიერ და ესთეტიურ განკურნების საშუალებად.
სერია „TRANSFIGURÉ “ წარმოადგენს არტისტის ალქიმიურ არქივს. თითოული ფოტო აღბეჭდავს ქუჩაში ნაპოვნ ობიექტს ან სცენას, სხვა შემთხვევაში კი ქუჩიდან ხდება მათზე დაკვირვება, მაგალითად: განადგურებული კიტრი ტროტუარზე ან შიშველი მამაკაცი თავის სახლში დაუთავების პროცესში. შემდგომ, არტისტი გამოსახულებას ბეჭდავს ქაღალდზე საპირისპირო და არასწორ მხარეს, რაც თავისთავად იწვევს გამოსახულების ფერების გავრცელებას. ქაღალდის გაშრობის პროცესის დროს YXXY თითებითა და სხვადასხვა ხელსაწყოებით გამოსახულებაზე მანიპულირებას ახდეს, რათა შექმნან მთლიანად განსხავებული მოქმედების ადილი და სამყარო. ეს სერია არის უარყოფილთათვის, დავიწყებულთათვის და უგელვებელყოფილთათვის, რათა გააცოცხლოს მკვდრები.
სერია "TREE SOUVENIR” შექმნილია აუდიო და VHS ფირებისგან (ციფრულ ეპოქაში დაკარგული და გაფუჭებული მასალა) და ასევე, ქსოვილის ქაღალდზე გამოყენებულია სკოჩი. ჭერიდან ეშვება გრძელი გრაგნილი, რომელიც იდენტურია ხეების და ქმნის ტყის იმიტაციას. ეს ნამუშევრები მსგავსია „ TRANSFIGURÉ-ის“ სერიისა. ისინი საუბრობენ ჩვენს ეპოქაზე, იმის შესახებ თუ რა უნდა იყოს სავალდებულო ნარჩენების გადამუშავებისას, რა თქმა უნდა, თუ არ გვინდა სიცოცხლის დასრულება ნაგვის ურყევ პლანეტაზე. აუცილებელია იცოდეთ, თუ როგორ უნდა დააფასოთ „მეორადი“, ძველი, გაფუჭებული, გადაგვარებული, მკვდარი ნაშთები. ასევე, მნიშვნელოვანია შენს თავს მისცე შესაძლებლობა, რომ დაიწყო ახალი ცხოვრება და აღდგენილ ნივთებში იპოვო სიხარული. YXXY ნაგავსაყრელიდან ვიდეო კასეტებისა და აუდიოკასეტების ლენტებს იღებს და შემდგომ მათ ტყედ გარდაქმნის. ხეები და ბუნებრივი სიცოცხლე არის სწორედ ის, რასაც VHS და აუდიო ლენტები ნაგავსაყრელზე ანადგურებენ. ამ მასალების გამოყენებას, რომლებიც ორგანიზდება ჩაწერისთვის და მახსოვრობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არტისტისთვის.
გალერეაში ასევე ორგანიზდა YXXY-ის ემბიენტი „THE LAST COW“, ჰიბრიდული მუსიკა, რომელიც 88 წუთი გრძელდება. მცირე ზომის თეთრი სკულპტურები "FOSSIL BOX” სერიიდანაა, რომლებიც კონსტრურირდა ქვის ფხვნილისგან და ლატექსისგან, რაც ნიშნავს იმას, რომ მაყურებელი იკვლევს და ეხება სკულპტურას, მაშინ როდესაც ის უსმენს საუნდს “TREE SOUVENIR“ სერიიდან.
„THE LAST COW-ს“ ამბავი არტისტთან გამოვლინდა მაშინ, როდესაც სკულპტურების მოდელირებას ახდენდა, რომელიც შემდგომ კონვერტირდა გაქვავებული ფეკალიის ფორმაში. მან წარმოიდგინა უკანასკნელი ძროხა დედამიწაზე, რომელიც სუნთქვისთვის და ცხოვრებისთვის იბრძვის. ეს ფორმები არის პირუტყვის ცხოვრების ერთადერთი ნაშთი, რომელიც ნაპოვნია შორეულ ან არც თუ ისე შორეულ მომავალში. ისინი არ არიან საკვები ელემენტები, მარტივი მინერალები და პლასტიკური მასები რომ გააფთრებულმა ჭამო. საუნდი წარმოადგენს მისი სიცოცხის ბოლო 88 წუთს, სადაც ცნობიერება ტრანსულ მდგომარებაში გადადის, როგორც ინტროსპექცია - ტკივილის შემცირების ნაცვლად მუსიკის მოსმენა.
YXXY-ის ალქიმია არის მედიტაცია და შესაძლოა წინასწარტმეტყველებაც. ნამუშევრები ეხმიანება როგორც აწმყოს, ისე მომავალს. მათი მიზანია წარმოიდგინოთ ალტერნატიული რეალობა და ამავე დროს გაითვალისწინოთ ყოველდღიური საგნები, თრეში და თქვენს გარშემო არსებული ცხოვრება. როგორც ხეები ერთ ადგილას ფესვგადგმულები და ახლა არსებულნი, მაგრამ ორიენტირებულნი მომავლისკენ, ჩვენი მოკლე ცხოვრების მიღმა.
YXXY-ის პერსონალური გამოფენა Ballon Rouge's Club-ის ნაწილია. ეს არის გაცვლითი პროგრამა, რომლის თანახმადაც Ballon Rouge იწვევს საერთაშორისო გალერეებს, რათა დაიკავონ მათი საგამოფენო სივრცე ბრიუსელში და ასევე, ისინი ანალოგიურად მიწვეულნი არიან თავიანთი სტუმრების სივრცეში.