არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ლეილა შელიას პერსონალური გამოფენა [ეროვნული გალერეა]

2016

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლეილა შელიას მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი 80-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.

ლეილა შელია დაიბადა ქალაქ სოხუმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1982 წლიდან მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში: ბარსელონა, პარიზი, მოსკოვი, ბრიუსელი, ბაქო, ციურიხი, ლონდონი, ამსტერდამი. ლეილა შელიას პერსონალური გამოფენები მოეწყო მრავალ საგამოფენო სივრცეში: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), გალერეა TMS, გალერეა უნივერსი, ბაია გალერეა, გალა გალერეა, გალერეა შარდენი და TBC გალერეა.

2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა მხატვრის ალბომი. მხატვრის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ გალერეასა და კერძო კოლექციაშია დაცული.