არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

გია ბუღაძის პერსონალური გამოფენა ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის" [ეროვნული გალერეა]

2016

პროექტი ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის" ეყრდნობა 41-ე ფსალმუნის მე-7 მუხლის ერთ მნიშვნელოვან ფრაზას და გადმოგვცემს იმ დრამატიზმს, რომელიც შინაგანი და გარეგანი სამყაროს დაპირისპირებაში მდგომარეობს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თემაზე შექმნილი ოთხი მხატვრული ციკლი: ,,ბიბლიოგრამა", ,,თვლა", ,,ანაბეჭდები" და საკუთრივ ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის". ექსპოზიცია ასევე მოიცავს ინსტალაციას, რომლის ძირითადი კონცეფციაა წინააღმდეგობები - სიმპათიისა და ანტიპათიის, მიზიდვისა და განზიდვის, კითხვისა და პასუხის თემა. გამოფენა აერთიანებს სხვადასხვა მედიაში შესრულებულ კომპოზიციებს, რომლებშიც ხშირია სტილური პარალელები და ალეგორიულ-მეტაფორული ასოციაციები. არტისტი მიმართავს ციკლურობის, დისტანცირების, თემატური განშლისა და განზოგადების მეთოდებს, ბიოტექნოლოგიური ინსტალაციის ხერხებს.

პროექტი ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის" გაგრძელებაა პროექტისა "VICTIMA I", "VICTIMA II", რომელიც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2014 წელს იყო წარმოდგენილი.