არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ჰანა ბლექისა და ზურა ცოფურაშვილის ჯგუფური გამოფენა კრედიტი...კრედიტი [The Why Not Gallery]

2018

ჰანა ბლექის ვიდეოში “კრედიტები” მაყურებელი ხდება ხელოვანი და თვალს ადევნებს საკუთარ მოგზაურობას ნამდვილ და ვირტუალურ ტყეებში. სეირნობა, რომელსაც თან ახლავს ჩიტების ჭიკჭიკი და ფოთლების ჭრაჭუნის ხმა, სავსეა დაძაბულობითა და თამაშის ელემენტებით. თავად ხელოვანიც პერიოდულად ჩნდება ვიდეოში; მას ლატექსისგან გაკეთებული ნიღაბი უკეთია, რომელსაც წაგრძელებული ცხვირი აქვს; იგი შუასაუკუნეების ‘სირცხვილის ნიღბის’ თანამედროვე ვერსიაა, რომელიც გამოიყენებოდა საზოგადო წესების დამრღვევთა დასასჯელად (ხშირად ეს ცოლები იყვნენ, რომელნიც ქმრებს არ ემორჩილებოდნენ). ეს ნიღაბები, როგორც ჰანა ვიდეოში აღნიშნავს, სოციალური სირცხვილის ფიზიკური ნიშანი იყო; მისი მატარებლები უნდა დაფიქრებულიყვნენ საკუთარ საქციელსა და ადგილზე საზოგადოებაში. ვიდეო ინსპირირებულია შუასაუკუნეებში გავრცელებული პრაქტიკით - ადამიანის შერცხვენა, როგორც საზოგადო დამცირების ფორმა და განიხილავს ვალის ქონის მცნებას სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტში.

ვიდეოში თითქოსდა შემთხვევითი წინადადებები და გამოსახულებები ჩნდება - თითქოს ხელოვანი მინიშნებებს ისვრის, რომელიც მაყურებელმა უნდა დააკავშიროს ერთმანეთთან და მიყვეს ჰანა ბლექის ფიქრებს, ხელოვანის, რომლის ნამუშევრებიც ყოველთვის გაჯერებულია მარქსისტული, ფემინისტური და რადიკალური თეორიებით.

ვიდეოში ვკითხულობთ კაპიტალიზმის უმაღლეს ღირებულებებს - “საკუთრება როგორც კანონი”; “საკუთრება როგორც უსაფრთხოება”, შემდეგ კი მასთან დაკავშირებული მღელვარებები მოდის “ვალის პროცენტის დროულად არ გადახდა, ხელახალი გადახდის ვადის გაცდენა, საკრედიტო ისტორიის გაფუჭება, ერთადერთი უსაფრთხოების, ქონების დაკარგვის რისკი, საკუთარი სხეულის როგორც ტვირთის აღქმა…” ეს ის რეალობებია, რომელიც დღევანდელობაში აღრმავებს რასობრივ, სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობას.

ნამუშევარი სავსეა რეფერენსებით ძალადობრივ პრაქტიკებზე, რომლებიც ერთ დროს ნორმად იყო მიჩნეული. ეს შეიძლება წაიკითხოს როგორც მინიშნება, რომ შეიძლება ერთ დღეს კაპიტალიზმი და მისი რეგულაციის მეთოდებიც ისევე სკანდალურად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც მე-19 საუკუნის მეცნიერება ეუგენიკა. ვიდეოში პერიოდულად ჩნდება დოგერლანდის გამოსახულება, რომელიც შესაძლო ცვლილებების განცდას უფრო აღრმავებს. დოგერლანდი ახლა უკვე ჩაძირული მიწის ნაგლეჯია, რომელიც ერთ დროს დიდ ბრიტანეთს კონტინენტურ ევროპასთან აკავშირებდა. მიწის რუქები და ციფრული მოდიფიკაციები იმ ისტორიული მომენტის სიმბოლო ხდება ვიდეოში, როდესაც საზოგადოება თავისუფალი იყო კრედიტისა და დებიტის მცნებებისგან; იგი ასევე სიმბოლირებს ცვლილებების გარდაუვალობას.

ვიდეო წარმოდგენილია ზურა ცოფურაშვილის ფოტო-პრინტ “ძველ”-თან ერთად. ფოტოზე გამოსახულია უბრალო ქართველი მამაკაცი, რომელიც ზის სავარძელში, ძალიან სტანდარტულ, კავკასიურ გარემოში. მაგრამ ამ კაცს შუბლზე ლაზერის შუქი აქვს მინათებული. თრილერების ხშირი კადრი, მამაკაცის საფრთხეში ყოფნას მიგვანიშნებს, რომლის შესახებ მან თვითონ არაფერი იცის. ფოტო ეხმიანება ბლექის ვიდეოში აღწერილ სოციალურ მგრძნობელობებს და ამძაფრებს ვიდეოს მიერ დატოვებულ ემოციებს.

ჰანა ბლექი (1981, მანჩესტერი) ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ იორკში. მისი შემოქმედება ეხმიანება ისეთ თემებს როგორიცაა გენდერი, რასა, კლასი, პოპ კულტურა, კაპიტალიზმი, და სხვა აქტუალური საკითხები.

ჰანამ დაამთავრა მაგისტრატურა უნივერსიტეტი Goldsmiths, ლონდონი, 2013 და შემდეგ Whitney International Study Programme, ნიუ იორკი მონაწილე იყო 2013- 2014 წლებში. მისი ნამუშევრები ბევრ მუზეუმსა და გალერეაში გამოფენილა, მათ შორის New Museum და Interstate Projects (ნიუ იორკი), mumok, ვენა, Arcadia Missa, DRAF და Legion TV (ლონდონი). მას საღამოები გაუმართავს Whitechapel, Showroom და Cafe Oto (ლონდონი), Flutgraben and Societe (ბერლინი) PS1 MoMA და Lisa Cooley (ნიუ იორკი). მისი სტატიები გამოქვეყნებულა ბევრ ჟურნალსა და გაზეთში, მათ შორის The New Inquiry, Artforum, Texte zur Kunst და Frieze (DE), among other magazines, and in her book Dark Pool Party (Dominica/Arcadia Missa). 2016 წელს მისი პირველი წიგნი, The Dark Pool Party გამოვიდა.

ზურა ცოფურაშვილი (1992) სხვადასხვა მედიაში მუშაობს (ვიდეო, ფერწერა, პერფორმანსი, საუნდი, ინდერდისციპლინური არტი). ამასთან, მისი ფოტოები გამოირჩევა გარემოს აღქმითა და განსაკუთრებული მგრძნობიარობით. ხშირ შემთხვევაში, თუნდაც ადამიანებისგან დაცლილი სივრცეების ფოტოები, სავსეა ფრაგმენტულად დაძაბული აურითა და მომავალი მოქმედების მოლოდინით. ეს უსხეულო, უგამოსახულებო მოლოდინი ის მთავარი მახასიათებელია, რომელსაც ზურას ფოტოები ტრილერის გარემოში გადაყავს.