64 ლანდშაფტური მდგომარეობა
გოგა ჯაფარიძის სოლო შოუ "64 ლანდშაფტური მდგომარეობა" აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა.
ხელოვანი გამოფენის შესახებ წერს: მხატვრული ტილოების წარმოდგენილი ციკლი ბოლო წლების მოგზაურობებიდან (საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და გერმანიაში), მობილურში ჩარჩენილი ფოტოების საფუძველზე შეიქმნა. ვფიქრობ, ეს ციკლი უკიდურესად ბიოგრაფიულია და ჩემში ცოტათი მაინც აწონასწორებს წლების განმავლობაში დაგროვილ ზემოხსენებულ პორტრეტულ-ეგოცენტრულ განწყობილებას.