ტრანსფორმაციის მუზეუმი
აბრეშუმის მუზეუმში გაიმართა ჯგუფური გამოფენა "ტრანსფორმაციის მუზეუმი". მონაწილეები: სოსო დუმბაძე, ქერსთინ ერგენციგერი, თესსა კნაპ, ნატალია ნებიერიძე.
ტრანსფორმაციის მუზეუმი არის თესსა კნაპის მიერ მომზადებული თანამედროვე სახელოვნებო პროექტი, რომელიც ხორციელდება გერმანია-საქართველოს თანამეგობრობის 2017 წლის ფარგლებში. მუზეუმის კოლექციიდან გამომდინარე, ხელოვანებმა გამოიყენეს აბრეშუმის პარკი, როგორც ტრანსფორმაციის უწყვეტი პროცესის მეტაფორა და შექმნეს ალტერნატიული კონცეფციები, თუ რა შეიძლება იყოს მუზეუმი თანამედროვეობაში.
პროექტის ფინანსური პარტნიორები: გერმანიის სახელმწიფოს ნორდრაინ-ვესთფალენის კულტურისა და მეცნიერების სამინისტრო, საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტი(IFA). პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საელჩო თბილისში.