გამოფენა "იდენტურობის ფორმირება"
საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თბილისის ისტორიის მუზეუმი, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში 2016 წლის 24 დეკემბერს მოეწყო გამოფენა, სახელწოდებით „იდენტურობის ფორმირება“.
პროექტი ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა" მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას, ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების, როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.
ამჯერად, თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს პროექტით გათვალისწინებულ ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების გამოფენას, რომელიც არის გამეორება ივნისის თვეში კიევის ხელოვნების კვირეულში განხორციელებული „თანამედროვე ხელოვნების გალერეის “ პროექტის რიგით პირველი გამოფენისა, რომელსაც ეწოდება „იდენტურობის ფორმირება“.
გამოფენა ფოკუსირებულია ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებზე, რომლებიც გვიჩვენებენ ქართული თანამედროვე ხელოვნების სიცოცხლისუნარიანობას და მასში ექსპერიმენტების სხვადასხვა დონეს. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ შეიძლება საგანსა და მასალაზე ექსპერიმენტები, აღვიქვათ როგორც მკვეთრი პასუხი იმ ქვეყანას, რომელმაც განიცადა ძირეული ცვლილებები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და გამოავლინა წარმატებული მდგრადობა 2008 წელს, რუსეთის შემოჭრის დროს.
გამოფენაში მონაწილეობს უცხოეთსა და საქართველოში მოღვაწე შვიდი ქართველი ხელოვანი: ლევან მინდიაშვილი, ანა ჩადუნელი, თამარ მჭედლიშვილი, დავით მესხი, გიორგი ტაბატაძე, ნინო ზირაქაშვილი, გიო სუმბაძე.
თითოეული ხელოვანი თავის კონკრეტულ სამყაროს წარმოგვიდგენს, სადაც ადამიანები ფუჭი ოცნებით ცხოვრობენ, ცვლილებების პროცესში მყოფი ქვეყნის, საზოგადოებრივ და კერძო სივრცეებში. ავტორების ექსპერიმენტის ჩატარების მოთხოვნილება და შესაძლებლობა კულტურას წარმოგვიდგენს თავისი განსხვავებული იდენტურობის ჩამოყალიბების პროცესში.
პროექტი ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა", ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კოორდინაციით.