არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

გამოფენა "დიფუზიის სივრცე"

2017

2017 წლის 17 მაისს, 18:00 საათზე, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში, ბელორუსი ხელოვანების გამოფენას ,,დიფუზიის სივრცე" გაიხსნა

გამოფენა განხორციელდა პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას, ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების, როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას.

გამოფენა ,,დიფუზიის სივრცე" საშუალებას მისცემს ქართველ დამთვალიერებელს 13 ხელოვანის შემოქმედების წყალობით გაიცნოს ბელორუსი ხალხი და მათი ქვეყანა.

გამოფენა ფოკუსირებულია რეალობის სწორად აღქმაზე - ,,რა გვეჩვენება და რა არის სინამდვილეში"; რას წარმოადგენს ეს ,,დოკუმენტური მასალა" და ,,რა კულტურულ იდენტობაზე, რომელ სოციალურ და მხატვრულ პროცესებზე მიანიშნებს ესა თუ ის გამონათქვამი?'' - არტისტების აზრით, ბელორუსიის კულტურაში ეს ნიშნები არც თუ ნათელი და ხშირად მოჩვენებითია.

პროექტი ეძღვნება სიტუაციებს, როდესაც ხელოვანთა ნამუშევრები ცრუ ინტერპრეტაციას იძენენ და სხვა მნიშვნელობით აღიქმებიან. ეს გამოფენა კი მოიცავს ღია გზავნილებს - ნამუშევრები თავად საუბრობენ საკუთარ თავზე. პროექტი დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, შეიცნოს თანამედროვე ხელოვნების ახალი ასპექტები, გაეცნოს სინამდვილის ასახვის, მასზე რეაგირების ცალკეულ შემთხვევებს თანამედროვე ბელორუსი ხელოვანების ნამუშევრების მაგალითზე.