არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

,,სადაა ჩვენი ადგილი“

2020

თბილისის ისტორიის მუზეუმი 3 ნოემბრიდან, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში, წარმოგიდგენთ გელა პატიაშვილის ნამუშევრების გამოფენას ,,სადაა ჩვენი ადგილი“.

გელა პატიაშვილი საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანია. მის შემოქმედებაში ვხედავთ ძაღლების პორტრეტებს, თითქოს უწონადობაში მოქცეულ ფორმებსა და ხასიათებს. ყოველივე ეს, ავტორის ემოციის გამომხატველიცაა და ამასთანავე, დამთვალიერებლის ცნობიერებაში აღბეჭდილ ასოციაციებსაც წარმოადგენს.

"ფსიქოლოგიურ, სოციალურ ან სულიერი სიუჟეტებით ინსპირირებულ მიზანსცენებში, ჩემმა ძაღლებმა, თავიანთი შეუნიღბავი ემოციურობით, შეძლეს სწორად და უდანაკარგოდ გადმოეცათ ადამიანური და არაადამიანური ბუნება.“ - ასე გადმოსცემს ავტორი ჩანაფიქრის ძირეულ იდეას, რაც პროექტის ფარგლებში მომზადებული კატალოგის ტექსტში იკითხება და აღწერს გამოფენის შინაარსს. 

გელა პატიაშვილის ნამუშევრებში ახალი თემატური გარემოა - ახლადაღმოჩენილი რეალობა, რომელიც დიდიხანია ჩვენთან ერთად არსებობს და ვითარდება.