ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova 2016 - “მომავალი მეხსიერება“
არტ-ვილა გარიყულა, ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova 2016 - “მომავალი მეხსიერება“
5 თვის განმალობაში სტუმრებმა ერთი გამოფენის ნაცვლად ილიხეს სხვადასხვა ექსპოზიცია, ინსტალაცია, ექსკურსია და დისკუსია.
ფესტივალი გარიყულა/ახალქალაქში ექსკურსიითა და საუბრებით გაიხსნება. სტუმრებს გარიყულას სასახლეებს, გალავანს და “ვენეციურ” ქუჩებს ყარამან ქუთათელაძე დაათვალიერებინებს და სოფლის დავიწყებულ ამბებს უამბობს. ახალქალაქის საკვირაო ბაზარში ძველმანების ბაზრობა მოეწყობა. საღამოს მუსიკალური პერფორმანსი გაიმართა.
ფესტივალის კურატორები: მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე
მეხსიერება ინფორმაციის აღბეჭდვა, შენახვა და აღდგენაა.
მეხსიერება დროის განმავლობაში იცვლება, გარდაიქმნება და იკარგება.
დაკარგული მეხსიერება გამქრალი ადამიანები, დავიწყებული ადგილებია.
რაც მოხდა და აღარ გვახსოვს. რაც იყო და აღარ არის.
რაც აღარ გვახსოვს, ის არც მომხდარა.
თუ დაგვავიწყდა წარსული, აღარ გვახსოვს არც მომავალი.
წარსულის ცოდნა მომავლის მეხსიერების შექმნის, მომავლის ამოცნობის შესაძლებლობას გვაძლევს.
როგორ აღვიდგინოთ წარსული?
როგორ გავიხსენოთ მომავალი?
2016 წელს “ფესტინოვა გარიყულა” ბოლგარსკების სასახლის გარდა ახალქალაქის და გარიყულას სხვადასხვა ადგილებში გაიმართება. უცხოელი თუ ადგილობრივი არტისტები სოფლის თავშეყრის ძველ და ახალ ადგილებს გააცოცხლებენ და სახელოვნებო სივრცეებად გარდაქმნას ეცდებიან. ახალქალაქის ხელოვნების ქალაქად ტრანსფორმაციაში მონაწილეობას ადგილობრივი მოსახლეობაც მიიღებს.
ხელოვნების საჯარო სივრცეში გატანით და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვით ხელოვნება სცილდება საკუთარ თავს და მომავლისთვის აუცილებელ კრიტიკულ შეკითხვებს სვამს.
ბოლგარსკიანთ სასახლე, წერეთლების სასახლე, მიტოვებული სოფლის კლუბი, მაღაზია, დაცარიელებული ბავშვთა სახლი - ეს ადგილების არასრული ჩამონათვალია სადაც არტისტები ადამიანების და ადგილების დავიწყებულ ამბებს მოგვითხრობენ.
ერთ დროს მეფისქალაქი, შემდეგ წითელქალაქი და დღეს ახალქალაქად წოდებული სოფელი უთვალავ დავიწყებულ ამბავს და საიდუმლოს ინახავს. ადგილის მეხსიერება დღითი დღე იშლება და იკარგება.
ახალქალაქზე დაკვირვებით, დასავლური კურსის მქონე პოსტ საბჭოთა ქვეყნის დღევანდელ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პრობლემატიკას ნათლად დავინახავთ.
წარსული დავიწყებულია, აწმყო მიტოვებული, მომავალი აგვიანებს.
ხელოვნების ენით წარსულის თხრობა და გაანალიზება, მეხსიერების აღდგენა, გაცნობიერება და გააზრება მომავლის გამოთვლის და წარმოდგენის მოულოდნელ შესაძლებლობას გვაძლევს.
25 ივნისს ფესტივალი “მომავალი მეხსიერება” წერეთლების სასახლეში, ამჟამინდელ სატყეო დეპარტამენტში გამართული გამოფენით გაგრძელდება. გამოფენა სოფლის და სოფლის მაცხოვრებლების ამბების, მეხსიერების, წარსულის ერთგვარი არქივია. გამოფენაში მონაწილეობენ: ჯგუფი “ბულიონი”, ირაკლი ლობჟანიძე, ანა ჩადუნელი,ქეუ მეფარიშვილი/სალომე დუმბაძე, გვანცა ჯიშკარიანი, ჯგუფი “სეკატორი”, ნინო ზირაქიშვილი, სოლომონ რაზმაძე,ლია ბაგრატიონი, დათო მიხაილიდი, მარიელ ცხვედი და მარიტა რურუა, კოკა ვაშაკიძე, ნასტასია არაბული, ანა ყოჩიაშვილი და ზიზი ნიშნიანიძე, მაკა კილაძე.
გამოფენის შემდეგ ახალქალაქის ბაზარში გაიმართება ძველმანების ბაზრობა. ჟურნალი “ინდიგო” სოფელში ახალ ბიბლიოთეკას უყრის საფუძველს. ამასთან დაკავშირებით, მწერლები სოფელში საჯარო ლექციებს გამართავენ.
ფესტივალის ფარგლებში აღდგენილი მე-17 საუკუნის მარანში სტუმრები თარხნიშვილების ღვინოს დააგემოვნებენ. სოფლის გალავანში ფონდი “აჰუაჰუს” ორგანიზებული თავისუფალი კინოჩვენება მოეწყობა.
პირველი ნაწილის განრიგი შემდეგია:
14:00 გამოფენა. წერეთლების სასახლე - სატყეო.
15: 00 ბიბლიოთეკის პრეზენტაცია. შეხვედრა პაატა შამუგიასთან: რა ბედი ელის პოეზიას?
16:00 ძველმანების ბაზრობა
18:00 თარხნიაანთ მარანის
გახსნა
21:00 კინოჩვენება
მეორე ნაწილის გახსნის გეგმა:
შაბათი, 17 სექტემბერი, 2016
დახურვა 8 ოქტომბერი 2016
17:30 ძმები ზდანევიჩების ფონდის 41ᴼ პრეზენტაცია.
18:00 ინსტალაციების გახსნა
მონაწილეები :
აისელ ამიროვა
ტატო ახალკაციშვილი
უტა ბექაია
ალინა ბლიუმის
ლევან მანჯავიძე
ლევან მინდიაშვილი
„მატერიალ ჰანტერზ“
"საუდა გროუპ" (ალექსის პოლ )
და ქართველი მუსიკოსები: თამთა მანძულაშვილი
დამიანე გორდელაძე
ნინო აბელიშვილი
ლენა პუკი
რაიმონდა სერეკაიტე
ნიკო ცეცხლაძე
ჯუზეპე ფანიცა
კვირა, 2 ოქტომბერი, 2016
თანამედროვე ხელოვნების რეგიონალური მუზეუმის პრეზენტაცია
ფესტივალის მეორე ნაწილის კურატორი : ნუცა ჩიკვაიძე
კურატორის თანაშემწე : ნატა ჯაშიაშვილი
კოორდინატორი: მაია ჩიკვაიძე