არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

გამოფენების სერია ქარვასლაში

1988

1988 წლის მაის-ოქტომბერში ე.წ. მეათე სართულის მხატვრების ჯგუფის ინიციატივით   ქარვასლაში (ახლანდელი ისტორიის მუზეუმი) გამოფენის სერია მოეწყო. ორგანიზატორი იყო გია ბუღაძე. მონაწილეთა შორის უცვლელად იყვნენ: მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, მამუკა ჯაფარიძე, კოკა რამიშვილი, კარლო კაჭარავა, ნიკო ლომაშვილი, მაია ცეცხლაძე, ლია შველიძე. მათ გარდა სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ: გ.ეძგვერაძე, ი. ზაუტაშვილი, ლ. ლასარეიშვილი, გ. ზაუტაშვილი, გია რიგვავა, დ. ჩიხლაძე, ლ.ჭოღოშვილი, გ. კოტეტიშვილი,გ. წიბახაშვილი, შ. ფანჩულია, გ. პატიაშვილი და შ.ხახანაშვილი