არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

აეროდრომი - კოკა რამიშვილი

2020

"აეროდრომი თავისუფლების გამოხატულებაა. ის შინაგანი აფრენის ხატი და ნებისმიერ ადგილას ყოფნის შესაძლებლობაა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მისგან ფიზიკურად შორს ვართ."

კოკა რამიშვილი

12.10.2020

ჟენევა

Dédicace Gallery - დედიკა გალერეის ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნება კოკა რამიშვილის გამოფენით ,,აეროდრომი’’. გამოფენაზე წარმოდგენილი ახალი ინსტალაცია არტისტის ცნობილი სერიის (,,დარჩი სინათლეში’’) ნაწილია. გამოფენაზე ასევე იხილავთ გალერეის არქივში დაცული აკვარელით შესრულებული ნახატების სერიას.

ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობის გამო გამოფენის ფორმატი ნაწილობრივ შეიცვალა. კოკა რამიშვილი ცხოვრობს და მოღვაწეობს, შვეიცარიაში, ჟენევაში. მხატვარი წელს პირველად ვერ დაესწრება გამოფენის გახსნას. პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გალერეა სრულად იცავს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ წესებს, რომელთა თანახმადაც გალერეაში დამთვალიერებელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს. გვაქვს კარგი ამბავიც: მოლოდინი შეიძლება სასიამოვნო განტვირთვად გადაიქცეს გალერეის ეზოში სასმლისა და მცენარეების ფონზე. ასე რომ, გელით 28 ოქტომბერს დედიკა გალერეაში (ივანე თარხნიშვილის 25).

მათთვის, ვინც არ იმყოფება საქართველოში ან ვერ ახერხებს გამოფენაზე მოსვლას, გვაქვს ძალიან საინტერესო სიახლე: მნახველებს გამოფენის დათვალიერება სახლიდან გაუსვლელად, ვირტუალურადაც შეეძლებათ, რომელიც განთავსებული იქნება გალერეის ახალ ვებგვერდზე.