არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ქართული მუქი - თინათინ ცხადაძე

2019

თინათინ ცხადაძე:

ჩემი ინტერესი მოცემულ ეტაპზე: ,,საუკეთესო გამოვლინებების კონცენტრაცია ყველაფერში. ამას ვეძებ სამყაროში, შინაგანი განცდის მეშვეობით, და ვცდილობ გადმოვცე არტში ...,, 

გამოფენაზე წარმოდგენილი გრაფიკული სერია პერგამენტზე, ირონიულ-გოთიკური ,,ქართული მუქი,, - ჩემი ბოლოდროინდელი პროექტია, რომელზეც ვმუშაობ 2017 წლიდან. გამოფენაზე იხილავთ ნამუშევრების ნაწილს ამ პროექტიდან. ესაა აბსტრაქტული ისტორიები ქართველ ქალებზე. ეს ისტორიები საკმაოდ ბევრს გულისხმობენ, და ამავე დროს არაფერს ამტკიცებენ. სერიაზე მუშაობისას ბევრი რამით ვითამაშე ჩემ წარმოსახვაში: მედეა, ჯადოქრობა, "დედაკაცობა" და მასკულინური ფუნქციები, დახვეწილი ქართული არისტოკრატია, გლამურულობა, ქედმაღლობა, პირქუშობა, და ა.შ. ამდენად, ზოგი ტიპაჟი განყენებული და პირობითია, ზოგი კონკრეტული. ნამუშევრებში მაინტერესებდა ქართული ხასიათის მძიმე, დაფარული მხარეების კვლევა. ამან განაპირობა, რომ სერია შავ-თეთრია, ლაკონური, ცოტა პირქუში. ამავე დროს ელეგანტურია და ახასიათებს თავისებური იუმორი. ცოტა პროვოკაციულია, მაგრამ კეთილგანწყობილი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სერიის გამომსახველობითი ენა თანამედროვე ყოფილიყო, და ვიზუალური ნიშნები - ტრადიციული. ესაა შერეული სტილი, ერთგვარი ,,კონცეპტუალური ვინტაჟი,, ....