არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

კაფსულა

2015

არტ ვილა გარიყულა გიწვევთ Fest I Nova 2015 ის, ამერიკული პავილიონის პირველი პროექტის გახსნაზე.

"კაფსულა" - არის ამერიკაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის უტა ბექაიას ნამუშევარი, რომელიც მან არტ ვილა გარიყულაში შექმნა.

პროექტი "კაფსულა" თავის კონცეფციით ადამიანის გონების უსაზღვრო შესაძლებლობებს ეხმაურება. ნამუშევარი, ერთის მხრივ მოგვაგონებს სარკოფაგს, რომელში მყოფი ადამიანიც თითქოს უმოძრაო და დროში გაჩერებულა, თუმცა მეორეს მხრივ ეს არის კაფსულა, რომელში მოთავსებული ადამიანის გონება, სხვეულის ინერტულობის მიუხედავად დროსა და სივრცეში გადაადგილდება.

უტა ბექაია 1998 წლიდან ნიუ იოკრში მოღვაწეობს. სხვა და სხვა მედიაში მომუშავე, მრავალი ინსტალაციის,კოსტიუმისა თუ არტ ობიექტის ავტორი, წელს Fest I Nova 2015 მონაწილეა.

ამერიკული პავილიონი, რომელიც უკვე ორი წელია არტ ვილა გარიყულაში არსებობს, ფესტივალის ფარგლებში მრავალ ქართველ და ამერიკელ არტისტს უმსაპინძლებს.