გარიყულების გამოფენა
6 მაისს, გარიყულას მულტიფუნქციურ საგამოფენო სივრცეში მოეწყობა 2018 წლის სარეზიდენციო პროგრამის მონაწილეების ნამუშევრების გამოფენა.
• სალომე ჯოხაძე
• ანასტასია ახვლედიანი
• ანნა ჯიბლაძე
• თორნიკე რობაქიძე
• მარიამ მუთიძე
• თამო ჯუღელი
• ნინა ახობაძე
• სოლომონ რაზმაძე
• ცია ლაბაძე
• გიორგი წიკლაური
• სალომე რიგვავა
• Masterskey (თემურ მაჭავარიანი)
• ZmudArt (ლევან ამაშუკელი)
შერჩეული არტისტები 1 კვირის განმავლობაში იცხოვრებენ გარიყულაში და არტ-ვილას კურატორებთან ერთად იმუშავებენ მათ მიერ წინასწარ წარდგენილ კონცეფციაზე, 6 მაისს კი გაიმართება მათი ნამუშევრების გამოფენა.
რეზიდენციის განმავლობაში შესაძლებელია გარიყულაში ვიზიტი და არტისტების მუშაობის პროცესზე დაკვირვება.
რეზიდენციის დროს შექმნილი ნამუშევრები გამოფენის შემდეგ დარჩება არტ-ვილა გარიყულას მუდმივ ექსპოზიციაში.
•მუსიკა: Machaidze 'https://soundcloud.com/mdm.../machaidze-all-night-in-42-mins
•General Mineral (live)
2018 წლის რეზიდენციის თემა: «41°» თავისუფლების მანიფესტი.
არტისტების საქმიანობის სფერო შეზღუდული არაა, თავისუფლება გარიყულებს!