არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ყარამან ქუთათელაძის პერსონალური გამოფენა - „ტკბილი შხამი"

2015

30 აპრილს Dédicace Gallery გიწვევთ ყარამან ქუთათელაძის პერსონალური გამოფენის გახსნაზე „ტკბილი შხამი".

ყარამან ქუთათელაძე არის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის „არტ ვილა გარიყულას“ დამფუძნებელი, რომელიც დაარსდა 2000 წელს. ყოველი წლის შემოდგომაზე „არტ ვილა გარიყულაში“ იმართება ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი -„ფესტინოვა“. „არტ ვილა“ არის ჩემი შემოქმედებითი რეპლიკა, ჩემი შემოქმედების ნაწილი... ვცდილობ რომ მხატვრებს მივცე სხვა სივრცე...“

გამოფენა „ტკბილი შხამი“ ავტორის პირველი თანამშრომლობაა გალერეასთან. წარმოდგენილი იქნება არტ ობიექტი „ოთახი“.

„ეს ოთახი დაკავშირებულია ჩემს შინაგან განცდებთან, ბავშობასთან, პაპაჩემთან... ემოციური ფრაგმენტებია.. დღე, ღამე, დილა... დროის შეგრძნების ემოცია.. მდგომარეობა, როდესაც ყველაზე სასიამოვნო მომენტი გაქვს ცხოვრებაში, გრძნობ სიყვარულს.. სუბიექტური, ინტიმური მოგონებების იმიჯებია.. ემოციური ნაზავი...“ 

კურატორები: დედიკა ბულია, ირინა არსენიშვილი, თაკო ვალიშვილი

კოორდინატორი თამარა გობრონიძე