ზურა აფხაზის პერსონალური გამოფენა - “Own LHC”
21 ივნისს Dédicace Gallery გიწვევთ ზურა აფხაზის პერსონალურ გამოფენაზე “Own LHC”. პროექტი ინსპირირებულია Cern-ის ლაბორატორიის როგორც იმიჯებით, კონსტრუქციებით, ასევე ზოგადად კვლევების მასშტაბებით, მიზნებით და ა.შ. გამოფენის სახელწოდებაში გამოყენებული აბრევიატურა, ერთი მხრივ, ავტორის შთაგონების წყაროზე მიანიშნებს, მეორე მხრივ კი ავტორის ერთგვარი თამაშია, რომელიც კოსმოსის ან კონკრეტული ლაბორატორიის კვლევების გაცნობას ან ილუსტრირებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ საკუთარ ლაბორატორიას, სამყაროს გვთავაზობს, სადაც უკვე ნაცნობი იმიჯები ახლებურ ურთიერთმიმართებაშია და თითოეულ ადამიანს საკუთარი ინტერპრეტაციის, წაკითხვის საშუალებას სთავაზობს. ავტორის მიზანი უბრალოდ ამ ნამუშევრების პრეზენტაცია კი არაა, არამედ ერთგვარი „ველის“ შექმნა, მდგომარეობის, რომელიც ემოციურ გამოძახილს დატოვებს მნახველში, კითხვებს გაუჩენს და უბრალოდ დააფიქრებს. საშუალებას მისცემს შემოვიდეს ამ „ველში“, ჩაერთოს თავისებურ ქმედებაში, ერთგვარ თამაშში, დიალოგში შევიდეს ხელოვნებასთან, სამყაროსთან, საკუთარ თავთან...
მხატვარი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ამ პროექტზე. ნამუშევრები და მთლიანად ექსპოზიციაც სპეციალურად გალერეის სივრცეზე გათვლით შეიქმნა და, შესაბამისად, სივრცე და ექსპონატები ერთიან ორგანიზმს ქმნიან, ურთიერთკავშირშია და ურთიერთშემავსებელია, სადაც ყველა ელემენტი თანაბრად მუშაობს. ექსპოზიციის ცენტრალური ობიექტი ადამიანის სილუეტით გამოფენის შინაარსობრივი ღერძია, რომელიც მის ადგილსა და მნიშვნელობაზე მიუთითებს ამ უსასრულო სამყაროსა და დროის უწყვეტი დინებაში,სადაც თითქოს ადამიანი არ ჩანს