არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ლია ბაგრატიონის პერსონალური გამოფენა - „თიხა, როგორც მეხსიერების ჭურჭელი“

2014

Dédicace Gallery გიწვევთ ლია ბაგრატიონის პერსონალურ გამოფენაზე „თიხა, როგორც მეხსიერების ჭურჭელი“. წარმოდგენილი იქნება შვიდი სკულპტურული ობიექტი, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა.

ლია ბაგრატიონი თბილისში მცხოვრები კერამიკოსია. იგი არის კერამიკის საერთაშორისო აკადემიის წევრი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი და ფონდის "თიხის ოფისი" თანადამფუძნებელი. სისტემატიურად წარმოადგენს თავის ნამუშევრებს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებზე საქართველოსა თუ საზღვარგარეთ. 

ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები თიხის თვისებებითაა შთაგონებული. 

"ჩემი მედიუმი თიხაა. მას განსაკუთრებული თვისებები აქვს. თიხა არის მასალა, რომელიც მზადაა თავად გადაიქცეს ფორმად. გადაიქცეს ბუნებრივ ფორმად. გადაიქცეს ფორმად, რომელიც უკვეა შექმნილი ადამიანის მიერ. გადაიქცეს იმ ჯერაც არშექმნილ ფორმად, რომელიც თიხის სუბსტანციის დაუსრულებელ მეხსიერებაშია ჩადებული. ჩემი ამოცანაა გავაცოცხლო მისი მეხსიერება..."-ამბობს არტისტი

გამოფენა "თიხა, როგორც მეხსიერების ჭურჭელი“ Dédicace Gallery, 15 მარტამდე გაგრძელდება.

მისამართი: გალა გალერეა, ათონელის ქუჩა 27, თბილისი.