არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

კულტურული ლანდშაფტები

2020

დღეს „მოდაშია“ მწვანე ალტერნატივაზე საუბარი და ცხოვრების შესაბამისი წესით მოწყობა. ზოგადად "მოდა", რაღაცნაირად მიმბაძველობასთანაც კავშირშია. მიმბაძველობა, კიდე ცოტა არ იყოს, პარაზიტული მდგომარეობაა - უფრო სარგებლობ, ვიდრე ქმნი. საკითხს სპეციალურად იმიტომ ვაკნინებთ, რომ ახალი ტენდენციების დამკვიდრების დროს (ამ შემთხვევაში მწვანე ალტერნატივასთან დაკავშირებული ფენომენები), უფრო მძაფრად გამოჩნდეს სიახლის გაანალიზებისა და კონცეპტუალურ დონეზე გაგების აუცილებლობა.

ჩვენთვის, ძირითადად „მიმბაძველებისთვის“, პრობლემა კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, როდესაც ვსაუბრობთ „მდგრად განვითარებაზე“ - სისტემაზე, რომელიც, „სადღაც“ დასავლეთში მოუვიდათ აზრად და რომლისთვისაც ჩამოყალიბებული სახე ჯერ კიდევ არ მიუციათ. თუმცა, ერთი რამ ცხადია, რომ მსოფლიოში არსებული მძიმე ეკოლოგიური თუ ეკონომიკური (თუნდაც ჯანდაცვის) ფონის შეცვლა აშკარად მდგრადი განვითარების პრინციპებისა და მიზნების გამოყენებით არის განსაზღვრული. პარადოქსულია, მაგრამ მიუხედავად ასეთი მიზანდასხულობისა მაინც „გარღვევა“ გვაქვს მისი განხორციელების საქმეში. ანუ არა გვაქვს „იარაღი“ და შესაბამისი უნარები „მდგრადობის“ რეალობად ქცევისათვის.

სწორედ აქ თავისუფლდება ველი ჩვენი მოქმედებისათვის და გვეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ „მდგრადი განვითარების“ ღია კონცეფციის ფორმირების პროცესში.

„კულტურული ლანდშაფტები“ სწორედ იმ შესაძლებლობების გამოყენების მცდელობაა, რომელიც მდგრადი განვითარების კონტექსტს რამდენიმე მიმართულებიდან უდგება და კვლევის, გამოფენისა და რადიო-დისკუსიის ფორმატში აჩვენებს საკითხის შეძლებისდაგვარად სიღრმისეულად ათვისებისა და გამოყენების პერსპექტივას.

პროექტი წარმოადგენს კვლევას, რომელიც გულისხმობს რეწვისა და ვიზუალური ხელოვნების სინთეზის საფუძველზე ინოვაციური ეკონომიკური მოდელის ფორმირების შესაძლებლობებს. იდეა შესაბამისობაშია „მდგრადი განვითარების“ ძირითად პრინციპებთან და განხორციელების მიმართულებებად მოიაზრება შემოქმედებითი ინდუსტრიების, განახლებადი ენერგიებისა და მწვანე ეკონომიკის სფეროები.

მონაწილეები: ედიშერ ბერაძე (კვლევა), ზურა ცოფურაშვილი (ინსტალაცია), ნიაზ გაგოშიძე (ვიდეო), ალექსი სოსელია (რადიო "ანტენა").

ელენე გაბრიჩიძე (გრაფიკული დიზაინი).

მისამართი: დოდო აბაშიძის #10, ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბი. თბილისი.

მხარდაჭერილია "შემოქმედებითი საქართველოს" მიერ.