არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

იყავი ჩემი ვალენტინი

2019

სალომე რიგვავა

„იყავი ჩემი ვალენტინი“

თანამედროვე არტისტის, სალომე რიგვავას ინტერესის სფეროს, ყოველთვის წარმოადგენს ღიად აჩვენოს ის, რაც ადამიანს შიგნით ხდება და გარშემომყოფებისთის დაფარულია. მის შემოქმედებაში კვლევის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ქალის ხასიათი და მისი განცდები. გამოფენაზე გაერთიანებული 3 თემიდან ერთ-ერთი სწორედ ქალის თემაა. ამას გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილ სხვა ნამუშევრებში არტისტი, საკუთარ აღქმას და დამოკიდებულებას გვიჩვენებს ცხოვრებისეულ ისეთ საკითხებსა თუ პრობლემებზე, რაც ადამიანის არსებობისათვის თანმდევია, რომელსაც მისთვის დამახასიათებელი ექსპრესიული მხატვრული სტილით წარმოგვიდგენს.