არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

მიშა გოგრიჭიანი- „ალპინისტის დღიური“

2013

19 ივნისს გალა გალერეა გეპატიჟებათ მიშა გოგრიჭიანის პერსონალურ გამოფენაზე - „ალპინისტის დღიური“. სათაური აღებულია მხატვრის ერთ-ერთი ნამუშევრის სახელწოდებიდან. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პერიოდში შესრულებული 11 ფერწერული ტილო, რომელთაგან უმეტესობა პირველად იფინება. მიშა გოგრიჭიანის ახალი გამოფენა, გარკვეულწილად, ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს. თითოეული ნამუშევარი ერთგვარ დღიურის ფურცლებს წარმოადგენს.