არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ხლებნიკოვის შემდეგ

2014

პროექტი შთაგონებულია რუსი უტოპისტისა და "წინასწარმეტყველის" ველიმირ ხლებნიკოვის (1885-1922) შემოქმედებით – ნაშრომებით, პოეზიითა და პიესებით. პროექტის ფარგლებში DASH Arts–ი ითანამშრომლებს პოსტსაბჭოეთის ქვეყნებში  თანამედროვე ხელოვნების სფეროში მომუშავე წამყვან ორგანიზაციებთან და ხელოვანებთან. პროექტი იქნება ხლებნიკოვის შემოქმედების ესთეტიკის შესატყვისი  და გამოხატული იქნება სხვადასხვა საშუალებით: ვიდეო, ქანდაკება, ფერწერა დაინსტალაცია. პროექტი დასრულდება 2016 წელს გრანდიოზული ღონისძიებითა და გამოფენით. პროექტი გახლავთ DASH Arts –ის საბჭოთა სერიის ნაწილი 

მონაწილეები:

ხელოვანები: 

„Облединение Архитекторов”, ალექსეი კონონენკო, 

ილია ვოზნესენსკი - RU 

ვიაჩესლავ ახუნოვი- UZ 

R.E.P. ნიკიტა კადანი, ოლესია ხომენკო - UA 

საბინა შიკლინსკაია- AZ 

თეორია: 

საქართველოში არსებული რუსულენოვანი ჟურნალის АБГ-ს რედაქტორები: მიხეილ ლიაშენკო და ანია შახნაზაროვა - GE 

შემოქმედებითი ჯგუფი: 

ჟოზეფინა ბერტონი - DASH Arts სამხატვრო ხელმძღვანელი - ბრიტანეთი

ანა რიაბოშენკო - კოორდინატორი, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე და ТRAM - GE 

მასპინძელი: ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე, მენეჯერი – ირაკლი ძნელაძე, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი -ამიკო ქავთარაძე, პრ -ლაშა ფალავანდიშვილი - GE

სამუშაო განრიგი:

სამშაბათი,9 სექტემბერი : რატომ ხლებნიკოვი? (სხდომის გახსნა) 

10:00 - 13:00 

სესია 1: შესავალი: ანა რიაბოშენკო-GE 

სესია 2: ხლებნიკოვი ლიტერატურაში: მიხეილ ლიაშენკო - GE 

სესია 3: ხლებნიკოვი ხელოვნებაში: ჩარლზ მერივეზერი - SG 

13:00 შესვენება

14:00 - 18:00 

სესია 4: ხლებნიკოვი დღეს / ხლებნიკოვის შემდეგ: ჟოზეფინა ბერტონი

სესია 5: არტისტების ინდივიდუალური პრეზენტაციები: გაყინული არქიტექტორები, 

ალექსეი კონონენკო, ილია ვოზნესენსკი - RU 

ვიაჩესლავ ახუნოვი- UZ 

R.E.P. მიკიტა კადანი, ოლესია ხომენკო - UA 

საბინა შიკლინსკაია- AZ