არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

სერგო ფარაჯანოვის კოლაჟების ფოტოგამოფენა

2014

ბათუმის მე–9 საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში თანამედროვე ხელოვნების სივრცე მასპინძლობს სერგო ფარაჯანოვის კოლაჟებისა და ნახატების გამოფენას. ექსპოზიციის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“.

‘მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები’ (1964), ‘ბროწეულის ფერი’ (1968), ‘აშუღი ქერიბი’ (1988) - დღეს ფარაჯანოვის ამ ფილმებს მსოფლიო კინემატოგრაფში გამორჩეული ადგილი უკავიათ. კინოშემოქმედების პარალელურად , 

ხელოვანი აქტიურად ქმნიდა კოლაჟებს,თოჯინებს,ნახატებს,რომლებიც მისი ფილმების მსგავსად გვაოცებენ მდიდარი ფანტაზიით, ფერადოვნებითა და პოეტურობით. მათი უმეტესი ნაწილი დღეს დაცულია ერევანში სერგო ფარაჯანოვის სახელობის სახლ–მუზეუმში.

17 –20 სექტემბერს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ქართველ მაყურებელს ეძლევა საშუალება კოლაჟებისა და ნახატების სახით ეზიაროს დიდი მაესტროს სამყაროს...