თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი
თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCA-Tbilisi) დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაციაა. ცენტრის უმთავრესი მიზანია საქართველოში და ასევე კავკასიის რეგიონში თანამედროვე ხელოვნების განვითარების მხარდაჭერა. თანამედროვე ხელოვნების ცენტრი მუშაობს ქართველი და საერთაშორისო არტისტების მიერ შექმნილი უახლესი ვიზაულური კულტურის კონტექსტუალიზაციასა და ეფექტური წარდგენის ფორმებზე ადგილობრივი დასაერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.
ცენტრი მუშაობს როგორც კულტურის ჰაბი საქართველოში, რომელიც უკავშირდება და თანამშრომლობს მსგავს ორგანიზაციებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ცენტრში ხდება თანამედროვე ვიზუალური კულტურის კვლევის ხელშეწყობა საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ. ჩვენი მთავარი საკვლევი არის საბჭოთა პერიოდში ცენზურის ქვეშ მოყოლილი ხელოვნება, რაც ამის გამო მივიწყებულია. საქართველოსთვის დროა დაწყოს რთული წარსულის გააზრება და განაგრძოს გზა. ცენტრის მიზანია ამ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა.
ცენტრს აქვს ოთხი ძირითადი საქმიანობის სფერო: საინტერესო, ინოვაციური ნამუშევრებით პროფესიონალური გამოფენების მოწყობა; მოტივირებული ხელოვნების სტუდენტების განათლება; ქართული ხელოვნების კვლევების განხორციელება; გაცვლითი პროგრამების და შესაძლებლობების გაჩენა ხელოვანებისა და კურატორებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. ცენტრი არის თბილისის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ცენტრის დამფუძნებლებსა და მოწვეულ მასწავლებლებს აქვთ კერძო სასწავლო პროცესების ორგანიზების 12 წლიანი გამოცდილება. ვატო წერეთელმა, ცენტრის დირექტორმა, მისი ენთუზიაზმი ხელოვნებისათვის, გამძლეობა და ორგანიზატორული უნარები გამოავლინა თბილისის პირველი და ერთადერთი ფოტოგრაფიის ინსტიტუტის დაფუძნებით.