არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

გამოფენა "ექსტრემალური ტერიტორიები"

2015

EESAB ბრეტანის ხელოვნების სკოლა (რენი ,საფრანგეთი), ვიზუალური კომუნიკაციის სკოლა (კიევი, უკრაინა), თბილისის სამხატვრო აკადემია, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ССA და ფონდი ტრამი (თბილისი, საქართველო) წარმოგიდგენთ ერთობლივ გამოფენას "ექსტრემალური ტერიტორიები"

გამოფენის პირველი ეტაპი 2015 წლის იანვარში ქ.რენში EESAB ბრეტანის ხელოვნების სკოლის საგამოფენო სივრცეში ჩატარდა, ხოლო 2015 წლის აპრილში კიევში „French spring” ფარგლებში გალერეა CLOSER-ში.

გამოფენის მეორე ეტაპი აგვისტოში ბათუმში ჩატარდება, მას თანამედროვე ხელოვნების სივრცე უმასპინძლებს.

გამოფენის კურატორები 

ქრისტინა სოლომუხა (საფრანგეთი), ალევტინა კახიძე (უკრაინა), ანა რიაბოშენკო (საქართველო)

კოორდინატორი - სოფიო გაბადაძე (თსსა)

მონაწილეები: ირინა კუდრა, ანა შჩერბინა, ტატიანა კუდრუკი, იურა პროგონნი, ანასტასია სინეპუპოვა, ვიტალი იანკავოი (უკრაინა), მორგან აზაროვი, ტომას პორტიე, ალექსანდრე ბარე, მატილდა ვავუ, ლორ მატიუ, გაბრიელ დუკაზი (საფრანგეთი), ანა ჩადუნელი (CCA) გვანცა ჯიშკარიანი (CCA), ანნა მარტიაშვილი (CCA), გიორგი გოცაძე (თსსა), გიორგი მაღრაძე (CCA), დავით კოროშინაძე (თსსა) (საქართველო)

პროექტის მხარდამჭერები: ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. რენეს ხელოვების სკოლა, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე,თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კიევის ვიზუალური კომუნიკაციის სკოლა.