Se@ experience მთავარი გამოფენა
1 სექტემბერს 19:00 საათზე Odesa// Batumi Photo Days Festival ფარგლებში გაიმართება Se@ Experience მთავარი გამოფენის გახსნა. გელოდებით ანბანის კოშკთან, საოცრებათა პარკში.
se@ experience – შეიძლება ითარგმნოს როგორც „ნახე გამოცდილება“ ან „ზღვა გამოცდილება“- კონცეფცია დაფუძნებულია განსხვავებული ხედვისა და ღრმა განცდის უნარზე, ზღვა- როგორც სუბსტანციის სიმბოლო, გარემოსი ან პირადი ჰორიზონტის. გამოცდილება ყოველთვის ინდივიდუალურია, მაგრამ ამავდროულად იგი ყოველთვის საზოგადოებასთანაა გაზიარებული, და როდესაც ის პასუხობს საერთო მოთხოვნას, მას მოსდევს მოსალოდნელი ზემოქმედება და შედეგი.
ფოტო დღეების მიზანია ერთგვარი ექსპერიმენტის განხორციელება, გამოხატვის ახალი ფორმების პოვნა და თქვენი პირადი პროფესიული გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა. ბათუმის შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ბულვარში, სკამებზე განთავსდება 26 მონაწილის ფოტოსურათი და აირჩევა ერთი.
ეს ფორმატი, კონცეპტუალური ფოტოგრაფიული გამოსახულების ინსტალაციაა, რომლის მიზანია ახალი პლატფორმის შექმნა სერთაშორისო სახელოვნებო საზოგადოებისათვის. გამოფენა ეძღვნება ინდივიდებს, რომლებმაც ზეგავლენა იქონიეს ან შეცვალეს ისტორია, და მათ, რომლებიც მომავალში გააგრძელებენ ცვლილებების მოხდენას. ისტორია გვასწავლის რომ, ერთ სიტყვასა და პატარა გამოსახულებას აქვს ძალა გამოიწვიოს უდიდესი ცვლილება.