არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

VA[A]DS-ის სტუდენტების გამოფენა ვენაში [Parallel Vienna]

2016

პარალელი არის ცნობილი და ახალგაზრდა არტისტების და საგამოფენო სივრცეების, გალერეებისა და კურატორების ერთიანი პლატფორმა. 2016 წელს ვენაში პარალელი მეოთხეჯერ ჩატარდა. პარალელი ორგანიზებულია კურატორების ჯგუფისა და ავსტრიის ფედერალური კანცელარიის მიერ. წელს მიწვეულ 15 საერთაშორისო კურატორს შორის იყო VA[A]DS-ის დეკანი, ირინა პოპიაშვილი, რომელმაც ცნობილ ქართველ არტისტებთან გურამ წიბახაშვილთან და გიორგი ოქროპირიძესთან ერთად წარადგინა ვადსის სტუდენტების ნამუშევრები.

პარალელის ფარგლებში ვადსის სტუდენტებს მიეცათ საშუალება 400 საერთაშორისო არტისტთან, 20 გალერეასთან და 40 სოლო პროექტთან ერთად წარედგინათ საკუთარი ნამუშევრები.

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა ვენაში კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის თანადაფინანსებით გაემგზავრა.

ფოტომასალა ©Guram Kapanadze