არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

VA[A]DS-ის სტუდენტების გამოფენა ქუთაისში

2019

VA[A]DS-ის სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს აწყობენ სემესტრის შემაჯამებელ გამოფენას. ეს გამოფენები, როგორც წესი, ტარდება უნივერსიტეტში ან თბილისის რომელიმე სხვა საგამოფენო სივრცეში. არტარეამ არაერთხელ უმასპინძლა VA[A]DS-ის სტუდენტების გამოფენას, ასევე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა მოაწყო VA[A]DS-ელების ერთდღიანი გამოფენა არტელი რაჭასთან თანამშრომლობით.

ქუთაისში გამოფენის მოწყობა სტუდენტების პირველი ინიციატივა იყო, როცა მათ თავიანთი ხელოვნების წარდგენა თბილისის გარეთ გადაწყვიტეს. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო VA[A]DS-ის ლექტორების: ნინო ქვრივიშვილის, ხატია ესართიასა და თეა გვეტაძის სტუდენტების ნამუშევრები.

გამოფენის ორგანიზატორი და კურატორი VA[A]DS-ის კურსდამთავრებული ანასტასია ახვლედიანი იყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მედიუმში შექმნილი ნამუშევრები, მათ შორის, ელენე ხვედაგურიძის ასემბლაჟები, სანდრო ანჩაბაძის ტექსტილისა და ცელოფანისგან შექმნილი ფარდაგები და იოანა წულაიას მონოქრომული თაბაშირის ობიექტები.

გამოფენის გახსნაზე გამოფენის ტური ჩაატარა VAADS-ის დეკანმა, ირინა პოპიაშვილმა.

გამოფენაში მონაწილეობდნენ:


ზიზი ადამია
სანდრო ანჩაბაძე
ალექსანდრე ბეგლარიშვილი
თათული თუთისანი
მარინე კანდელაკი
გიორგი კონტრიძე
ლუკა კორძახია
მერაბო ლომაძე
აკაკი მაქაცარია
თეო მასპი
სოფია ცინცაძე
მარი ყალაბეგაშვილი
იოანა წულაია
ელენე ხვედაგურიძე
თეო ხმალაძე
ანანო ჯანაშია
გვანცა ჯგუშია


ფოტომასალა ©გურამ კაპანაძე