VA[A]DS-ის სტუდენტების გამოფენა "და კავშირი"
სივრცე, რომელმაც არტისტები გააერთიანეა, მიტოვებული სკოლის ტერიტორია იყო, რომელიც დერეფნებსა და სპორტულ დარბაზებს აერთიანებდა. ეს იყო სივრცე, რომელთან კავშირიც ადამიანებმა გაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ ის სკოლის მოქმედ ნაწილთან იყო დაკავშირებული.
გრამატიკაში და კავშირი მეტყველების დამხმარე ნაწილია, რომელიც აერთიანებს წინადადების ორ წევრს ან ორ წინადადებას. და კავშირი უნივერსალურია, მისი დახმარებით შეგვიძლია ყველანაირი საგნის ერთმანეთთან დაკავშრება და ერთ წინადადებაში გაერთიანება, ისეთი კომპონენტების, რომლებსაც, ერთი შეხედვით, არაფერი აქვთ საერთო.
ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ახალი კავშირების დამყარება იყო, საქართველოში მცხოვრები ისეთი თანამედროვე არტისტების მოძიება, გაცნობა და მათთან მუშაობა, რომლებიც არ არიან ხილვადები საზოგადოებისთვის, რომლებსაც, ამა თუ იმ მიზეზის გამო, არ ჰქონიათ საშუალება გამოფენილიყვნენ სხვადასხვა სივრცეში.
ამ არტისტებს შორის არსებული კავშირები მრავალფეროვანია, ზოგი არტისტი ერთმანეთს არც კი იცნობდა, ზოგი კი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან, ის, რაც უკლებლივ ყველას აერთიანებდა პროფესია და გარემო, ხოლო კოლაბორაცია, რომელიც შედგა გამოფენის მთავარი მიზანი იყო.
მონაწილეები:
სანდრო ანჩაბაძე
არი ალი ქრის ასიათასი
თომა აქიმიძე
კახაბერ აქიმიძე
ანასტასია ახვლედიანი
რატი ბერაძე
ლიზა ბოკერია
გიორგი გელაძე
კნიკა გრძელიშვილი
გიორგი ვარდიაშვილი
თამუსა ზარქუა
დავით თავაძე
გიორგი თარგამაძე
გიგა თუთაშვილი
ბუბუ მოსიაშვილი
ბექა ორმოცაძე
სანდრო სულაბერიძე
ფაფო ფაჩუაშვილი
მარი ყალაბეგაშვილი
ნინუცა შატბერაშვილი
სალომე ჩიგილაშვილი
შაკო ჩხაიძე
სალომე ჯაფარიძე
ანა ჯიბლაძე
სალომე ჯოხაძე
ფოტომასალა ©Guram Kapanadze