კონფრონტაციის კედელი ადამიანის ცნობიერებაში
ყველანაირი აზრი და წინააღმდეგობა ადამიანის გონებიდან მოდის, იბადება მის ცნობიერებაში და ნელ-ნელა სხვადასხვა სახით ხდება მისი სამყაროში გამოვლენა. ადამიანის ცნობიერებაზე კი ყველაზე დიდ გავლენას გარე სამყარო და სოციუმი ახდენს. რა იწვევს კონფრონტაციას? სოციალური სისტემების, შეხედულებების, პრინციპების დაპირისპირებას? როცა ადამიანს უალტერნატივო არჩევანი აქვს, როგორც მოცემულობა. შეიძლება ორი ვერსიიდან მისთვის არც ერთი არ იყოს მისაღები, თუმცა მაინც უწევს არჩევანის გაკეთება. ყველანაირი პირობა ქმნის იმის ხელოვნურ განცდას რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. უალტერნატივობა კი აჩენს ბარიერებს. ახალი, განსხვავებული მოცემულობის მიღება, რომელიც შეიძლება იყოს ერთგვარი გამოსავალი, საწყის ეტაპზე აჩენს შიშის განცდას და ეს განცდა სიახლის მიმართ, ისევ ბარიერამდე მიდის. თავისუფლების მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, პიროვნებამ არჩევანი გააკეთოს დამოუკიდებლად და არა გარემო პირობებიდან გამომდინარე. გარემოებები მოიცავს არა მხოლოდ გარე ფაქტორებს, არამედ შინაგან ემოციებსაც.
ზურაბ არაბიძე
ლიტერატურის მუზეუმი