ძველი გალერეა
ძელი გალერეა თბილისში, ერეკლე მეორის და შარდენის ქუჩების კუთხეში 1996 წელს გაიხსნა და 2007 წლამდე მუშაობდა. გალერეა 1990-იან წლებიდან იყო მხატვრების და თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოების შეკრების ადგილი. გალერეის მეპატრონეები არჩილ დარჩია და მანანა ვადაჩკორია ხელოვანებთან ერთად ორგანიზებას უკეთებდნენ გამოფენებს, ხელოვანთა აქციებს, პერფორმანსებს.