მარი ყალაბეგაშვილი და თორნიკე გოგნაძე - LAST SONG
მარი ყალაბეგაშვილის და თორნიკე გოგნაძის დუო შოუ “LAST SONG” გალერეა 4710-ში.
გამოფენაზე წარმოდგენილია ორი არტისტის ორი დამოუკიდებელი ნამუშევარი, მარი ყალაბეგაშვილის “SINGING ROCK” და თორნიკე გოგნაძის “DAWN”, ორივე ნამუშევარი ხელოვანების ბოლო პერიოდის დაკვირვების და მუშაობის შედეგს წარმოადგენს. გამოფენის კონცეფცია მიტოვებული, ფუნქციადაკარგული ადგილების და ობიექტების გადააზრების მცდელობა და მათი ნამუშევრებად ქცევაა.