არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი

2019

თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი (TPMM) პირველი ინსტიტუციაა საქართველოში, რომელიც მთლიანად არის ფოკუსირებული თანამედროვე გამოსახულებაზე - ფოტოგრაფიაზე, ახალ მედიებზე, ვიდეოზე. თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი პირველი მუზეუმია ამიერკავკასიაში, რომელიც ქალი პროფესიონალების გუნდმა 2017 წელს დაარსა. მუზეუმის შექმნა 2 პარტნიორის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი: მუზეუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტის „ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისათვის“ ფარგლებში გაიხსნება, ხოლო სივრცე მუზეუმს “აჭარა ჯგუფმა“ დაუთმო, მის მფლობელობაში არსებული სასტუმროს “სტამბა“ ტერიტორიაზე.

თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი მინზად ისახავს ფოტოგრაფიის მედიუმი საქართველოში და რეგიონში სოციალური და კულტურული ცვლილებების ინიცირების კატალიზატორად აქციოს და ჩამოყალიბდეს რეგიონულ ცენტრად, რომლის საგანმანათლებლო და საგამოფენო საქმიანობა ეყრდნონა თანამედროვე მეთოდიკასა და ინოვაციურ მიდგომებს.

ფოტო წიგნების უნიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც PHEI პროექტის ნაწილია, დონაციის სახით გადასცა თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმს არაერთმა ფოტოგრაფმა, კურატორმა თუ ფოტო ინსტიტუციამ.   

ფოტო წიგნების ბიბლიოთეკა უნიკალური გამოცემის კოლექციას აერთიანებს და ერთადერთია სამხრეთ კავკასიის მთელ რეგიონში.

ბიბლიოთეკაში თავმოყრილია 1000-ზე მეტი წიგნი, დაწყებული ფოტოგრაფიის ოსტატების მონოგრაფიებით (ეჟენ ატჟე, ანრი კარტიე-ბრესონი, დაიან არბუსი. ირვინგ პენი, ბეტინა რემსი, რობერტ ფრენკი, რობერტ დუანო, ჯეინ ეველინ ატვუდი და ა.შ.), ცნობილი საერთაშორისო თანამედროვე თუ დამწყები ფოტოგრაფების ნამუშევრების კატალოგებით .

www.tpmm.ge