არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ცეკვის ფესტივალი

2013

თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი თბილისში პირველად 2013 წელს გაიმართა შევიცარიის განვითარებისა თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებითა და ხელშეწყობით. შექმნის დღიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ფესტივალი პრაქტიკულად ამ მიმართულებით ერთადერთი პლატფორმა იყო, რომელის აქტივობებიც რეგიონს 2 სხვა ქვეყანაზეც, სომხეთსა და აზერბაიჯანზეც ვრცელდებოდა.

ახალ უკვე თბილისის თანამედროვე ცეკვისა  და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალის სახელით ყოველწლიურად, ივნისში ფართო აუდიტორიისთვის მზადდება თანამედროვე ცეკვის საერთაშორისო შოუქეის პრგორამა, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ეძლევათ თბილისში დაესწრონ მსოფლიო სცენის ცნობილი დასების წარმოდგენებს. წლების განმავლობაში არაერთი ადგილობრივი და რეგიონალური დადგმის ხელშეწყობასთან ერთად, ფესტივალის შოუქეის პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი დასები და და ქოეგრაფები, როგორიცაა ანჟელინ პრელჯოკაჟის დასი (შვეიცარია), ჟერომ ბელი (საფრანგეთი), თნამედროვე ცეკვის დასი “ვერტიგო” (ისრაელი), ნიკოლა კანტიონისა და ლაურენს იადის “დასი 7273” (შვეიცარია) და სხვა. ფესტივალი დამოუკიდებელ, არაკომერციულ ბაზისზე ფუქნციუნიებს და მთელი წლის განმავლობაში ასევე ინტენსიურად ახორციელებს საგანმანათლებლო აქტივობებსა და სხვა ღონისძიებების პროგრამას.

ფესტივალი მიზნად ისახავს ახლო მომავალში თბილისში შეიქმნას თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული საშემსრულებლო და ვიზუალური ხელოვნების ცენტრი, ფიზიკური სივრცე, რომელიც ორიენტირებული იქნება თანამშრომლობასა და განათლებაზე.