პატარა გალერეა
პატარა გალერეა არის საგამოფენო სივრცე, სადაც ჯერ კიდევ შორი ვარსკვლავები ახლოდან ჩანს, ადგილი სადაც თამაში და ახალი ფერების აღმოჩენაა შესაძლებელი.
მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ჩვეულებრივი მაღაზია გადაიქცა გალერეად, რომელიც იწვევს ხელოვანებს ახალი ფორმების შესაქმნელად, ახალი იდეების განსახორციელებლად და გალერეის სივრცის დასაპყრობად: ექსპერიმენტების, თამაშისა თუ აზრების გამოსახატად, ყველანაირი შეზღუდვების გარეშე.
რა გვინდა, ვის ვეძებთ:
• გვინდა გავსინჯოთ ხილი, რომელიც აქამდე არ გვიგემია.
• ვეძებთ გულწრფელ თუ პოლიტიკურ, ტკბილ ან უხეშ, მხიარულ ან არატრადიციულ, სულელურ ან ველურ, არაკომფორტულ ან სასიამოვნო, ყურადღების მაძებარ ან გამბედავ, ან “ყველაფერი ერთად” ნამუშევრებს და საყვარელ ხალხს.