არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

გალერეა კონტეინერი

2013

გალერეა კონტეინერის პატარა სივრცე წარმოადგენს ფოტოგრაფიასა და ხელოვნების სხვა ფორმებს. გალერეა დააფუძნეს ფოტოგრაფებმა - გურამ წიბახაშვილმა და თინათინ კუღურაძემ. 

გალერეაში 2013 წლიდან დღემდე გალერეამ აჩვენა რეზო კეზელის, გიორგი ცაგარელის, გურამ წიბახაშვილის, რიტა ხაჩატურიანის, ელენ ზაილბახის, სოფო კობიძის, სანდრო სულაბერიძის, გურამ კაპანაძის, ანა ლორთქიფანიძის, ნათელა გრიგალაშვილის, ტატო ახალკაციშვილის და სხვების ნამუშევრები. გალერეა სხვადასხვა დროს ჩართული იყო ისეთ მასშტაბურ ღონისიებებში როგორიც არის არტისტერიუმი და თბილისის ფოტო ფესტივალი.