არქივის მოხმარება
en

თანამედროვე ხელოვნების არქივი - თბილისი

აკადემიური ნაშრომების მონაცემთა ბაზა

პროექტის 2021 წლის გამოშვების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

გალერეა ნექტარი

2013

გალერეა ნექტარი არის თანამედროვე ხელოვნების სივრცე თბილისში. გაიხსნა 2013 წელს, აღმაშენებლის 16 -ში, სილამაზისა და ქორწინების პატარა სალონების გვერდით, მშრალი ხიდის ბაზრობასთან ახლოს. მოიცავდა 55 კვ.მ საგამოფენო სივრცესა და მის ქვევით არსებულ სარდაფს. სარდაფის სივრცე განკუთვნილი იყო ვიდეო ჩვენებებისა, პერფორმატიული აქტივობებისთვის და შეხვედრებისთვის.

აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის გამო, 2016 წლის მარტიდან. გალერეა გადავიდა ახალ მისამართზე, რომელიც ძველი სივრცისგან რადიკალურად განსხვავდება, წარმოადგენს 40 კვ.მ კუბს ხედით მტკვარზე და ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარგ ამინდში ჩანს კავკასიონი.